სტარტაპი
15/11/2021

GITA საწარმოებში ინოვაციების გამოყენების კიდევ უფრო ზრდას ელის

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის კვლევებით საქართველოში არსებული კომპანიების დიდი ნაწილის ბაზარს ინოვაციურ პროდუქტებს ვერ სთავაზობს,  ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) ინოვაციების გამოყენების კიდევ უფრო ზრდას ელის.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში, საწარმოთა მხოლოდ 7.3%-მა ბაზარზე ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა, 7.7%-მა კი დანერგა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება.

განხორციელებული ინოვაციების 47.4% ახალი იყო საწარმოებისთვის, 52.6% სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

2019 წელთან შედარებით, ინოვაციების გამოყენება დაახლოებით, 150%-ითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო წლებში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში შესული განაცხადების რიცხვი მზარდია.

GITA- ს მოონაცემებით, 100 000 ლარიანი გრანტის ფარგლებში, 2018 წლიდან დღემდე, 1518 განაცხადია შესული, საიდანაც დაფინანსებულია 138 განაცხადი. ჯამურმა ბიუჯეტმა კი 13.4 მლნ-ს გადაააჭარბა.

რაც შეეხება უფრო მსხვილ პროექტებს, 650 000 ლარიანი გრანტის ფარგლებში 274 განაცხადიდან, 26-მა მოახერხა დაფინანსების მიღება. ჯამურმა ბიუჯეტმა კი 14.2 მლნ-ს გადააჭარბა.

ტექნოლოგიებში ჩართული კომპანიები ფიქრობენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების საჭიროებები კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა. აუცილებელია ინოვაციური მიდგომა, რათა კომპანიებმა ბიზნესპროცესები კიდევ უფრო მეტად გაამარტივოს ხოლო ადამიანური რესურსები, ანალიტიკური მიმართულებით გადაანაცვლოს. მათ შორის, მომსახურების და ჯანდაცვის, სფეროებში.

"სწორედ ამ მიზნით, Crossroads აკადემია გეგმავს ისეთი საგანმანათლებლო მიმართულებები წარადგინოს ბაზარზე, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკში განვითარებას 12-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში, ამავე დროს ქალთა ჩართულობას ტექნოლოგიებში (Wemen in Tech), ხოლო მესამე პროექტი კი ინდუსტრიულ სექტორს უკავშირდება. პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, სასერთიფიკატო პროგრამებს მოიცავს," - აცხადებს Cross Roads-ის დამფუძნებელი, ნიკა კობახიძე.

GITA-ს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასტრაძე აცხადებს, რომ ინოვაციურობით მუდამ გამოირჩეოდა საფინანსო სექტორი. კოვიდ პანდემიაში ინოვაციების გამოყენებადობა გააქტიურდა, მათ შორის, GITA-მ დააფინანსა პროექტი B2C.ge, რომელმაც ბაზარზე არსებულ ბევრ მცირე მეწარმეს ონლაინ მაღაზიის გახსნის და შესაბამისად გაყიდვების საშუალება მისცა.

კასრაძე მომდევნო წლებში, საწარმოებში ინოვაციების გამოყენების მაჩვენებლების კიდევ უფრო მზარდ რიცხვებს ელის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023