სტარტაპი
23/10/2023

GITA-ს ორგანიზებით, ქუთაისში პროექტი CityThon გაიმართა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ქ. ქუთაისის მერიის ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის  “ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი CityThon, რომლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 24 გუნდი შეირჩა.

2 დღის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში ქუთაისში არსებული მუნიციპალური სერვისების ტექნოლოგიური და ინოვაციური  გზით განვითარებაზე, საბოლოოდ ოცი გუნდი საკუთარი ინოვაციური იდეის პრეზენტაციით ჟიურის წინაშე წასრდგა.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები Portall და Time Trips, რომლებიც ქუთაისის მერიის მუნიციპალური სერვისების გასავითარებლად (ტურისტული და სატრანსპორტო მიმართულება) დაამზადებენ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროდუქტებს. გამარჯვებულ გუნდებს პროდუქტის შესაქმნელად გადაეცა  ჯილდო 5000 ევროს ოდენობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი,  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარე ავთანდილ კასრაძე და ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.

სამუშაო პროცესის ორგანიზება უზრუნველყო კომპანია ქლევერტონმა. პროექტის პარტნიორია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და კომპანია Hotsale.

 

Businesspartner