სტარტაპი
19/12/2022

GITA-ს მხარდაჭერით, პარლამენტში "ტექსტარსის სტარტაპ დღეების" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

 

GITA-სთან პარტნიორობით, პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ნაწილში წარდგენილი იყო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და Startup Georgia - ს ერთობლივი აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სტარტაპები და პროექტები, ხოლო მეორე ნაწილში - ტექსტარსის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქსელერაციის პროგრამის Startup Weekend - ის ფარგლებში 54 საათის განმავლობაში შექმნილი სტარტაპ იდეები.


ღონისძიების პირველი ნაწილის გამარჯვებული გახდა ორი გუნდი: DG Systems და Grassy, ხოლო მეორე ნაწილის - გუნდი L1st.


ღონისძიების მონაწილე ყველა გუნდს, პარლამენტის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.