GITA-ს ₾150 000-იანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო. სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:
- ტიმ ვაგნერი- ინვესტორი მრავალწლიანი გამოცდილებით, როგორც მარკეტინგის, ასევე პროდუქტების განვითარებისა და ბიზნეს გუნდების მართვის მიმართულებით.
- საშა მიჩაუდი- გლოვოს თანადამფუძნებელი, ანტერპრენერი, ინვესტორი და მრჩეველი.
- მარვინ ლიაო - ინვესტორი, მენტორი და მრჩეველი. Gamegroove Capital-ის პარტნიორი.
- ზაზა ფაჩულია - ანტერპრენერი, ინვესტორი, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის დამფუძნებელი, Liaison for business and basketball at Golden State Warriors (NBA), Marshall Goldsmith 100 Coaches-ის წევრი, CROSTY-ს პარტნიორი და მრჩეველი, კომპანია არქის პარტნიორი.
- აიაშ პუმბრა - ანტერპრენერი, აქვს ოცწლიანი გამოცდილება პროდუქტის შექმნასა და პრობლემის გადაწყვეტაში. Nectar-ის CEO და თანადაფუძნებელი. Chegg.com-ის თანადამფუძნებელი და სენიორ ვიცეპრეციდენტი. განხორციელებული აქვს ინვესტიციები ასზე მეტ სტარტაპში.
გამარჯვებულები 2023 წლის 2 ნოემბერს გამოვლინდებიან - სტარტაპები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა, გახადონ თავიანთი კომპანია უფრო წარმატებული და შეძლონ პროდუქტის გლობალურ ბაზარზე გატანა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2023 წლის 13 ივლისს მეთერთმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ათი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 195 სტარტაპი დაფინანსდა.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.