სტარტაპი
02/10/2020

Ehotelspace-ი - რას სთავაზობს სასტუმრო ბიზნესს GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი

სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებისა და სერვისის არსებული პროცესი შეცვალას ისახავს მიზნად სტარტაპი Ehotelspace-ი, რომელიც GITA-ს კონკურსში გამარჯვებულია. ამ მიზნის მიღწევას სტარტაპი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით.

Ehotelspace-ი ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული პლატფორმაა და როგორც "ბიზნესპარტნიორს" სტარტაპის დამფუძნებელმა დაჯი ლიპარტელიანმა განუცხადა, ვებ–პლატფორმა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით 6 თვის წინ გახდა და უკვე 60-ზე მეტი აქტიური კლიენტი ჰყავს.

„ჩვენი სტარტაპი სასტუმროების გაყიდვების მართვის პლატფორმაა. სასტუმროებს აქვთ საშუალება დამატებითი ინვესტიციის გარეშე შექმნან საკუთარი ვებ-გვერდი, რომელშიც ინტეგრირებულია ჯავშნის სისტემა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხი და გადახდის მეთოდები.

ამავდროულად სასტუმროებს საშუალება ექნებათ გაყიდონ არა მხოლოდ თავიანთი სერვისები, არამედ სხვადასხვა ტიპის აქტივობა, ეს შეიძლება იყოს მოტო ტური, საცხენოსნო ტური თუ სხვა სერვისი, რაც ბიზნესებს დაეხმარება დამატებითი შემოსავლების გენერირებაში და ამავდროულად დამსვენებელს აქტივობების დაგეგმვას გაუმარტივებს,“ – აღნიშნავს დაჯი ლიპარტელიანი.

მისი თქმით, Ehotelspace–ში 2 წლის განმავლობაში 150 000 დოლარის კერძო ინვესტიციაა ჩადებული. GITA-ს თანადაფინანსების პროგრამით მოპოვებული 100 000 ლარის ძირითადი ნაწილი კი cross-selling ის მიმართულების განვითარებასა და მარკეტინგულ აქტივობებზე დაიხარჯება.

Businesspartner