სტარტაპი
01/10/2020

COVID-ის პერიოდში შექმნილი "მერქანი" სანათების ინგლისში გატანას გეგმავს

„მერქანი“ მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთ, ხის დეკორატიულ სანათებს სთავაზობს, რომელიც ორიგინალური დიზაინით იქმნება. მომხმარებელს საშუალება აქვს სანათზე სასურველი ნახატი, გრავირება, ან სიმბოლო გადაიტანოს.

ბრენდის დამფუძნებელი მაცი ბუხრაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პროდუქცია გამორჩეულია ეკოლოგიური სისუფთავით, უსაფრთხოებით და ესთეტიკური სილამაზით.  

„პანდემიის პერიოდში დავიწყე სანათებზე ფიქრი და შევქმენი პირველი მოდელი. სანათებს ადგილობრივი მასალით ჩემს სახელოსნოში ვამზადებ, სადაც 3 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო მუშაობს ონლაინ გაყიდვებზე, სამომავლო გეგმაში გვაქვს შოურუმის მოწყობა ან მაღაზიის გახსნა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ცოტათი რთულია ნივთების  რეალიზაცია, მოთხოვნა არის, მაგრამ შეზღუდული რაოდენობა იყიდება,“ –აღნიშნავს მაცი ბუხრაშვილი.

„მერქანის“ პროდუქცია გათვლილია საშუალო საფასო სეგმენტზე. როგორც ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, პროდუქცია ჯერ არ გასულა საზღვრებს გარეთ, თუმცა მისი ინგლისში გატანასთან დაკავშირებით მიდის მოლაპარაკება.

„თანამშრომლობა დავიწყეთ ორ კომპანიასთან ონლაინ მარკეტებთან, რომლებიც საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობენ ინტერნეტ სივრცეში, ასევე ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება დომინოს ფილიალში და დიდ სავაჭრო ქსელში თბილისი პავილიონში.

ამ ეტაპზე არა, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ რამდენიმე ბრენდთან კოლაბორაციას. პერიოდულად მომხმარებლებს ვთავაზობთ გათამაშებებსა და საინტერესო შეთავაზებებს,“ – აღნიშნავს „მერქანის“ დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023