სტარტაპი
05/07/2022

B2B მარკეტფლეისი Kangaru კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებს მიმწოდებლებთან აკავშირებს

Kangaru - B2B მარკეტფლეისი, რომელიც რესტორნებს, სასტუმროებსა და კაფეებს მათ მიმწოდებლებთან აკავშირებს, ასევე ამარტივებს პროდუქტის შეკვეთის პროცესს.

სტარტაპის დამფუძნებელი და CEO ლუკა ხუნდაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ პროექტის მიზანი მიწოდების ჯაჭვის გამარტივებაა.

"ტრადიციული მეთოდებით შეკვეთის პროცესი ბევრ დროს და ენერგიას მოითხოვს, რადგან ყველა მიმწოდებელთან სათითაოდ დარეკვაა საჭირო, რაც დღეში დაახლოებით 4 საათს მოითხოვს, ხოლო ჩვენს პლატფორმაზე მომხმარებელს შეუძლია ერთ კალათში მოათავსოს ყველა პროდუქტი, რომელიც შემდეგ ავტომატურად დახარისხდება. რაც შეეხება გადახდას, პლატფორმაზევე იქნება შესაძლებელი, ხოლო საკომისიოს მოცულობა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, დამოკიდებული იქნება პროდუქტის კატეგორიაზე.

მინდა აღვნიშნო, რომ Web პლატფორმა, ასევე მობაილ აპლიკაცია მზად არის და აგვისტოს მეორე ნახევარში გაეშვება. პროექტის კერძო ინვესტიცია 15 000 ლარს შეადგენს, ხოლო გრანტის სახით მოპოვებული გვაქვს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი დაფინანსება, რომელიც ძირითადად მიმწოდებლებისა და მყიდველების მოძიებაზე, ასევე პროცესის აწყობაზე დაიხარჯება," – ამბობს ლუკა ხუნდაძე.

სტარტაპს წინასწარი შეთანხმებება 10-მდე კომპანიასთან აქვს, თითქმის 50 რესტორქნთან კი უკვე შეთანხმებაა გაფორმებული. 

"ამ წლის ბოლომდე ვფიქრობთ, შევძლებთ საქართველოს ბაზრის ნახევრის ათვისებას და შემდეგი წლიდან გავალთ სამ ქვეყანაში, აქედან ორი დაზუსტებით შემიძლია დავასახელო, ეს არის ყაზახეთი და უზბეკეთი, ხოლო მესამე, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა იქნება," - აცხადებს Kangaru–ს დამფუძნებელი და CEO.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023