სტარტაპი
15/12/2022

ArtiNi: ყველაზე დიდი მოთხოვნა საახალწლო დეკორაციებზეა

ArtiNi სულ 2 წელია ბაზარზე გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი ნინო ნადირაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ArtiNi შეკვეთების დიდი ნაწილი საახალწლო დეკორაციებზე მოდის.

"მასალის მოძიებიდან დაწყებული, ნამუშევრის საბოლოო სახის მიცემამდე ყველაფერს მარტო ვაკეთებ, სახელოსნოც სახლში მაქვს მოწყობილი. ვმუშაობ, როგორც თვითშრობად თიხაზე, ასევე ცივ ფაიფურზე, თექაზე და რბილი სათამაშოების მასალაზე. ჩემი ნაწარმი გათვლილია ყველა ასაკის ადამიანზე, რომელიც დაინტერესებულია ხელნაკეთი ნივთებით. რაც მთავარია თითეოული აქსესუარი, ეს იქნება სათამაშო, დეკორატიული ბოთლი თუ სხვა, ინდივიდუალური და ექსკლუზიურია, არცერთი მეორდება.ზამთრის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი საახალწლო აქსესუარებია. ვამზადებ თოვლის ბაბუეებს, ბაჭიებს და სხვა თემატურ დეკორაციებს."–ამბობს სტარტაპის დამფუძნებელი.

ArtiNi–ს აქსესუარები ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. ფასები საშუალოდ 50 ლარიდან - 500 ლარამდე მერყეობს, გააჩნია ნაკეთობის ტიპს და მოცულობას, მათი რეალჯიზაცია კი ძირითადად ონლაინ, სოც მედია არხების საშაულებით ხდება.

"სამომავლოდ, ვისურვებდი მეთანამშრომლა ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, რადგან ექსკლუზიური სასაჩუქრე ბოთლებს ვამზადებ. რა თქმა უნდა, მიფიქრია გაფართოებაზე, როგორც კი ამის ფინანსურ რესურს დავინახავ. აქამდე პროექტში განხორციელებული ფულადი ინვესტიცია $1000 დოლარია. რაც შეეხება ბრენდის განვითარების სტრატეგიას, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება, გაყიდვების გაზრდა, ასევე მიმაჩნია,რომ ბრენდებთან თანამშრომლობა კარგი სტიმული იქნებოდა საქმის განვითარებისთვის."– ამბობს, ნინო ნადირაშვილი.