სტარტაპი
04/12/2022

20 სტარტაპი, რომელმაც GITA-ს 150 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

  • SMART APP - ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს ეხმარება ეფექტურობის მიღწევაში.
  • Marlin - ტექნოლოგიური სტარტაპი შექმნილია მომწოდებლებსა და მყიდველებს შორის შეკვეთების მართვის პროცესის გასამარტივებლად და გასაიაფებლად.
  • Forma healthy - ჯანსაღი ცხოვრების გამარტივება და წონის კლების პროცესის თავგადასავლად ქცევა.
  • FlexUp - სტარტაპი აკავშირებს სტუდენტებს სტუმართმოყვარეობის ბიზნესთან მოკლე ყოველდღიური მორიგეობით, ათავისუფლებს ზეწოლას ძირითადი გუნდებისგან და აძლიერებს მომხმარებელთა მომსახურების საუკეთესო ეპოქას.
  • Stori AI - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ვებ აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელებს და ოპერატორებს, მარკეტოლოგებს და „კოპირაიტერებს“, სტუდენტებსა და მასწავლებლებს, წამებში შექმნან უნაკლო და კრეატიული ციფრული მასალა, როგორც ტექსტი, ასევე ვიზუალი.
  • Awork - დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან დააკავშირებს. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა ბიზნეს პროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად მოძებნონ ვაკანსიები და პლატფორმიდან გაუსვლელად გააგზავნონ აპლიკაციები.
  • Ordero - B2B „მარქეთფლეისი“ ჯანდაცვის სექტორში, რომელიც ამარტივებს კლინიკებისა და საავადმყოფოების ურთიერთობას მომწოდებლებთან.
  • Colis - სტარტაპის მიზანია Web3 ქროსჩეინ CRM-ის შექმნა, რომელიც დაეხმარება სხვადასხვა დეცენტრალიზირებულ აპლიკაციებს (Dapps) საკუთარ მომხმარებლებთან ინტერაქციასა და მათ ანალიზში.
  • eConsul - სტარტაპის მიზანია, შეიქმნას სივრცე,  რომელიც დაეხმარება მოგზაურს მისი პერსონალური ინფორმაციის შევსებაში, შენახვასა და მართვაში. ამით გაამარტივოს წინასამოგზაურო პროცესი და მოახდინოს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიაზაცია.
  • Omoi - AI-ზე დაფუძნებული UX კვლევის MVP-ს გარდაქმნა პროდუქტად და გლობალურ ბაზარზე გასვლა
  • Upway - არაფორმალური კურსების ყველაზე დიდი და სანდო „მარკეტფლეისი“, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მოიძიონ, შეადარონ და შეიძინონ ლოკალური კურსები, ხოლო კურსის პროვაიდერებს შეუძლიათ განათავსონ და მართონ კურსზე ინფორმაცია, მიიღონ რეგისტრაციები და გაყიდონ კურსები.
  • Ranko - პროექტის მიზანია ეკოსისტემის შექმნა, რომელიც წვდომას შეუქმნის დაბალშემოსავლიან მოსახლეობასა და მცირე ბიზნესის მეპატრონეებს ხელმისაწვდომ ფინანსებზე, ასევე დაეხმარება ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნასა და მომსახურების გაუმჯებესებაში.
  • CALEN AI platform - სტარტაპის მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესებს მომხმარებლებთან კომუნკაციების მოწესრიგებაში, დაგეგმვასა და ავტომატიზაციაში ტექნოლოგიების შესწავლის გარეშე.
  • Lawformer - იურისტების მიდგომის შეცვლა ყოველდღიური სამუშაო პროცესების მიმართ.
  • Better Energy Solution - პროექტის მიზანია, არსებული კერძო კომპანიებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ბიუჯეტური და მოსახერხებელი სერვისის მიწოდებით, რომელიც დაეხმარება კომპანიებს ხარჯების შემცირებაში და ასევე ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის წყაროების გამოყენებას ქვეყანაში.
  • ge - პროექტის მიზანია, განავითაროს მამაკაცების ტელემედიცინის ინოვაციური პლატფორმა Mens.ge
  • Proxymeta Labs - CIS-სა და Asia-ის რეგიონში web3 პროექტების ინკუბაციის უზრუნველყოფა, დახმარება იდეების ჩამოყალიბებაში, პროექტის დაგეგმვაში, მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში,  ფინანსურ საკითხებში და ა.შ.
  • Medik - სამედიცინო ეკოსისტემა, სადაც პაციენტები დაჯავშნიან და მართავენ ექიმთან ვიზიტებს, მათ შორის პირად ვიზიტებს ან ვიდეო ვიზიტებს, მიიღებენ ყველა სამედიცინო ინფორმაციას, როგორიცაა ანალიზების პასუხები, რადიოლოგიის შედეგები და რეცეპტები, შეიძენენ გამოწერილ მედიკამენტებს ციფრულ აფთიაქში და გაუგზავნიან საჭირო ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიას ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • Carusell - ავტომობილების ყიდვისა და გაყიდვის მოქნილი პლატფორმა.
  • SPOTs "modular farm" - Spot მიზნად ისახავს HORECA-ს მაღაზიების ფართო სპექტრს და სხვა კერძო სექტორებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ერთის მხრივ, კომპანია გაყიდის სრულად აწყობილ სპოტებს ექსპორტზე კლიენტებზე, რომლებსაც სურთ მათი დამოუკიდებლად ოპერირება. მეორე მხრივ, დაინსტალირდეს Spots-ს პარტნიორ HORECA-ებთან საქართველოში, მაგრამ შენარჩუნდეს ამ ფერმების მფლობელობა.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ბილ რაიჰართი, სტივ ჰოფმანი, ნაომი კოკუბო, საშა მიჩაუდი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2022 წლის 17 აგვისტოს  გამოაცხადა. 2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100 000-დან 150 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო აღნიშნული პროგრამის რვა რაუნდის ფარგლებში ჯამურად 155 სტარტაპი დაფინანსდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.