სოფლის მეურნეობა
19/06/2023

"უდაბნოს" საწარმო ლაბში 2.5 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა

სტამბაში" უდაბნოს" საწარმო ლაბი გაიხსნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით პროდუქციას ადგილზე ამუშავებს .

როგორც კომპანიის დირექტორმა, გოდერძი მეტრეველმა „აგროპარტნიორთან“ საუბრისას აღნიშნა,  პროექტში 2.5 მლნ ევრომდე ინვესტიცია განხორციელდა.

„ადგილზე ნუშის რძის, კარაქის, ნაყინის, ზეთის, ფქვილისა და სხვა პროდუქტების  წარმოება ხდება. ეს არის ე.წ. დემო ვერსია, სადაც ვაწარმოებთ ტესტირებებსაც და ვქმნით ახალ გემოებს. საწარმო ლაბი პირველ ეტაპზე  შიდა ქსელს მოესახურება. თუმცა, აქვე იქნება ბრენდირებული მარკეტი, სადაც ყველა მსურველს პროდუქტის შეძენამდე ექნება შესაძლებლობა,  ნახოს თუ როგორ მზადდება ყველაფერი.“-განმარტა გოდერძი მეტრეველმა.

მისივე თქმით, ადგილზე ამ დროისთვის 10 ადამიანია დასაქმებული. 

ცნობისთვის, უდაბნო რეგენერაციული აგრომეურნეობაა, რომელიც აერთიანებს კახეთში ნუშის, ფისტასა და ზეთისხილის ბაღებს, ენდემურ ვაზის ვენახებს, ხეხილის ნარგავებს, ბუნებრივ პირობებში გაზრდილი საქონლისა და ფრინველის ფერმებს და სამრეწველო სოფელ პანდორას.