სოფლის მეურნეობა
12/08/2020

თხილის წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი კოორდინირებული მუშაობის შედეგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოში იმყოფებოდა, სადაც ჩხოროწყუს (სოფ. ლესიჭინე), წალენჯიხისა (სოფ. ნაკიფუ) და ზუგდიდის (სოფ. შამგონა) მუნიციპალიტეტებში მეთხილე ფერმერების პლანტაციები დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.

 „გვაქვს მოლოდინი, რომ ფერმერები წელსაც მაღალი ხარისხის, შარშანდელზე უკეთეს მოსავალს მიიღებენ. დასავლეთ საქართველოში თხილი ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია.

ამის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა თხილის გადარჩენის კომპლექსური გეგმა, რომელიც სრულ ჯაჭვს - აზიურ ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებებს, ამ პროცესში ფერმერების აქტიურ ჩართულობას და თხილის სწორად მოვლის მიმართულებით ცოდნის ამაღლებას მოიცავს. წლევანდელი მაღალი ხარისხის მოსავალი გატარებული ღონისძიებებისა და კოორდინირებული მუშაობის შედეგია, რაც ფერმერების შემოსავლებსა და საექსპორტო მაჩვენებლების ზრდაზეც აისახება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

Businesspartner