TBC Capital: საქართველო გლობალური ღვინის ინდუსტრიის მცირე მასშტაბის მოთამაშეებს შორისაა
საქართველო გლობალური ღვინის ინდუსტრიის მცირე მასშტაბის მოთამაშეებს შორისა და ვენახის ფართობის მიხედვით 22-ე, ღვინის წარმოებით კი მე-19 ადგილს იკავებს.
TBC Capital–ის მიერ ანგარიშის მიხედვით, საქართველო მასშტაბით უფრო ახლოს დგას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, ვიდრე ტრადიციული და ახალი სამყაროს ღვინის მწარმოებლებთან.
იქვე ნათქვამია, რომ შეზღუდულია წარმოების შესაძლებლობები და შედარებით სუსტი ეკონომიკა ხაზს უსვამს ხარისხისა და არა რაოდენობრივი მიზნობრიობის მნიშვნელობას გრძელვადიან პერიოდში, ხოლო წარმოების მოცულობის გაზრდის გზით ვენახის პროდუქტიულობის გაზრდა კვლავ რჩება მოკლევადიან მიზნად.
„ადგილობრივი ღვინის მოხმარება საქართველოში 0,59 მლნ ჰექტოლიტრზე მეტია და წარმოების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც ინდუსტრიისთვიის ექსპორტს მთავარ წამყვანად აქცევს. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ხელშეკრულება მოიცავს იმ ქვეყნების უმეტესობას, რომელთაც ღვინის მოხმარების მაღალი მაჩვენებელი აქვთ (ჯამში> 150 მლნ ჰექტოლიტრი), რაც ხელს უწყობს ახალ, უცხოურ ბაზრებზე გასვლას და ექსპორტის სტრუქტურის დივერსიფიკაცია,“ – ნათქვამია TBC Capital-ის კვლევაში.