სოფლის მეურნეობა
06/06/2023

Sensors & Smart technologies: სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიის გამოყენება, დაახლოებით 50%-იან მოგებას იძლევა

„სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიის გამოყენება ფერმერს დაახლოებით 50%-იან მოგებას აძლევს“- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია Sensors & Smart technologies წარმომადგენელმა, ირაკლი ერაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეურნეობაში ტექნოლოგიები მცენარეს იდეალურ პირობებს უქმნის. ფერმერს აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა აკლია მცენარეს, რა რაოდენობით სასუქი უნდა მიაწოდოს ან რა რაოდენობით წყალი უნდა დაუსხას. ამგვარი მობილურობა და სიზუსტე კი დაახლოებით 20-25%-ით მეტ მოსავალს იძლევა.

„პრაქტიკის საფუძველზე, ტექნოლოგიის გამოყენება მეურნეობაში, პესტიციდებისა და საწამლავი საშუალებების გამოყენებისას დაახლოებით 20-დან 30%-მდე დანაზოგს  ქმნის, ვინაიდან ფერმერმა ზუსტად იცის მის მცენარეს კონკრეტულად რა დაავადების საშიშროება უდგას .

გარდა იმისა, რომ ფერმერი ებრძვის მცენარის დაავადებებს, ამასთან ერთად დროულად აწვდის საჭირო საშუალებებს.“-აცხადებს ერაძე.

კომპანია Sensors & Smart technologies-ის წარმომადგენელის განმარტებით, ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ჩვენი ქვეყნისთვისაა სიახლე, თუმცა გლობალურ ბაზარზე დაახლოებით 30 წლიანი პრაქტიკა არსებობს და  ამჟამად მის განვითარებაზე არიან ორიენტირებული.

გარდა იმისა, რომ ფერმერს უნდა მიეწოდებოდეს ტექნოლოგიები, ერაძის მტკიცებით, მნიშვნელოვანია იქიდან მიღებული მონაცემების თარგმნა, რათა ამის საფუძველზე აგრონომიული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.

 

 

Businesspartner