ფოტო: mashed.com
სოფლის მეურნეობა
16/08/2023

სასაკლაოებში მომსახურება გაძვირდა

სასაკლაოების მომსახურება გაძვირდა. თუ 2022 წლის მეორე კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური 31.5 ლარი იყო წელს ამავე პერიოდში 33.8 ლარი, 26.9 ლარიდან 30 ლარამდეა გაზრდილი ღორის დაკვლის საფასური, ცხვრის ან თხის დაკვლის ფასი კი 12.4 ლარიდან 12.7 ლარამდე გაიზარდა.

მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 126 სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათი უმრავლესობა 19% მდებარეობს კახეთის რეგიონში.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 115.5 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 38.2% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 50.5% - ღორი, ხოლო 10.4% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.9%-ს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3.463 მლნ-ით განისაზღვრა.

სასაკლაოებმა 2023 წლის II კვარტალში 14.5 ათასი ტონა ხორცი აწარმოეს, აქედან 30.4% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი, 42.7% - ფრინველის ხორცი, 25.3% - ღორის ხორცი, 1.6% - ცხვრისა და თხის ხორცი.

სასაკლაოები 13.7 ათას პირს მოემსახურა, საიდანაც 37% ოჯახური მეურნეობებია. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობამ 1 065 კაცია.