სოფლის მეურნეობა
01/08/2023
"საქართველოს მელიორაცია" ლანჩხუთში სადრენაჟე სისტემის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბალაურის ტერიტორიაზე, ბუჩქნარისა და ნატანისაგან 2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები ქსელი იწმინდება.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს; 15 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.
დამშრობ მასივზე სამუშაოები აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.