სოფლის მეურნეობა
02/10/2020

საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხორბალს დაასუბსიდირებს

საჭიროების შემთხვევაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემოტანილ ხორბალზე სუბსიდირების მექანიზმს აამოქმედებს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები გაზრდილია,  სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას უახლოესი ორი თვის განმავლობაში ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ვერ ხედავენ.

ამ ეტაპზე,  წისქვილ კომბინატებიდან დიდ პურის ქარხნებს ფქილი სტაბილურად, საშუალო შეწონილი ფასით მიეწოდებათ. ასოციაციაში ფქვილის მიწოდებიდან გამომდინარე პურის ფასის ზრდას არ ვარაუდობენ. თუმცა მათი ინფორმაციით, ახალი წლისთვის  შესაძლებელია რუსეთმა კვოტირების მექანიზმი აამოქმედოს, რაც ლარის კურსის რყევებთან ერთად, ხორბლის ბაზარზე ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს და სახელმწიფოს ჩარევას საჭიროს გახდის.