სოფლის მეურნეობა
31/07/2020
რთველი 2020-ის ფარგლებში მთავრობა ₾50 მლნ-ის ყურძენს შეისყიდის
რთველი 2020-ის ფარგლებში მთავრობა 50 მლნ ლარის ყურძენს შეისყიდის, - ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.
გამარტივებულ შესყიდვას სს „აკურა“ განახორციელებს. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას 3 000 ტონაზე მეტი ყურძნის მიღება-გადამუშავების რესურსი არ აქვს, 80 ათას ტონამდე დარჩენილ მოსავალს კერძო ღვინის ქარხნები გადაინაწილებენ.
გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესყიდვის მიზანი მევენახეთა მხარდაჭერაა, რათა ბაზარზე არსებული ყურძნის მოსავალი სრულად გაიყიდოს.