ყურძნის რეალიზაციიდან მევენახეებმა ₾19 მლნ-ის შემოსავალი უკვე მიიღეს
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია.
ამ დროისთვის, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 19 069 ტონა, ძირითადად საადრეო, სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის ეს სახეობები ძირითადად ცქრიალა ღვინოებისა და ბრენდის დასამზადებლად არის განკუთვნილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, უკვე რეალიზებული მოსავლის რეალიზაციიდან მევენახეების შემოსავლები 19,01 მლნ-ია.
ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 160 კომპანიაზე მეტია დარეგისტრირებული.
წელს რთველის სუბსიდიისთვის ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი დაიხრჯება.
მთავრობამ “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.
სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა “რქაწითელის” ან “კახური მწვანის” ჯიშის ყურძენს.
შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა