სოფლის მეურნეობა
06/08/2020

ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტის ეტიკეტზე წარწერა "დამზადებულია ნედლი რძისგან"  სავალდებულო ხდება

2020 წლის 1-ელი ნოემბრიდან ნედლი რძისგან დამზადებული პროდუქტის ეტიკეტზე წარწერის დატანა „დამზადებულია ნედლი რძისგან“  სავალდებულო გახდება.

რძის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, ახალი კანონის ამოქმედება რძის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ არაფერს შეცვლის, ვინაიდან ისინი პროდუქციას პასტელიზებული რძისგან აწარმოებენ. ცვლილება შეეხებათ მხოლოდ არარეგისტირებულ საწარმოებს, რომლებიც სურსათის უვნებლობის კონტროლს არ გადიან. თუმცა, ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ცვლილებამ შესაძლოა მომხმარებლებში დაბნეულობა, ხოლო ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნას.

ასოციაციაში ამბობენ, რომ უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად სწორად შერჩეული პიარი და მწარმოებლებთან კომუნიკაციაა საჭირო.

Businesspartner