ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი საქართველოს 3 რეგიონში უკვე მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი და მართვა საქართველოს პირობებში“ ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანი მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სიტემის შემუშავებაა.
პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, ლურჯი მოცვის წარმოების ძირითად რეგიონებში, ლურჯი მოცვის აგრობიოცენოლოგიური მონიტორინგი, უმთავრესი მავნე ორგანიზმების (მწერები, დაავადებები, სარეველები) გამოვლენა და დაზიანების ინტენსივობის დადგენა, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება და ფენოკალენდარული სქემების შედგენა იგეგემება.
ამ ეტაპზე, ლურჯი მოცვის ბაღების მონიტორინგი უკვე დაწყებულია სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებში.
აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში 2006 წელს დაიწყო. მოსავლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.