სოფლის მეურნეობა
30/11/2020

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - აგროტურისტული ბიზნესი მიტოვებულ სოფელში

სიღნაღის მიტოვებულ სოფელ ქედელში მდებარე ინტერგირებული ტურისტული ობიექტი Lost Ridge Inn, Brewery & Ranch თიბისის ბიზნესდაჯილდოვების ნომინანტია, როგორც ადაპტაციის კარგი მაგალითი.

აგრო და ეკოტურისტული ობიექტი ცხენების რანჩოს, სასტუმროს და ლუდსახარშს აერთიანებს.

"პირველი, რაც კრიზისის დაწყებისას გავაკეთეთ, იყო ის, რომ მმართველი რგოლი აქ გადმოვსახლდით. გუნდი იდეის ირგვლივ თავდადებულად მუშაობდა, გადავხედეთ ფასებსაც - თითქმის განავახევრეთ ღირებულება. ამ ყველაფერმა, ერთგგვარად, ადაპტაიციის საშუალება მოგვცა. აქაურობას უბრალოდ ვერ დავაკონსერვებთ და ვერ დავკეტავთ, ადამიანების სამუშაო დგილებს ვუფრთხილდებით, ადგილობრივებისთვის მინიმალური შემოსავალიც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს, "ბიზესპარტნიორთან" კომპანიის თანადამფუძნებელი ია თაბაგარი.

კომპანია მომხმარებელს საცხენოსნო ტურებს სიღნაღსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სთავახობს, საცხენოსნო გაკვეთილები კი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ყველა ასაკის ადამიანისთვისაა ხელმისაწდომი.

10-მდე სასტუმრო ნომერი პანდემიურ მოცემულობაში, ძირითადად, უქმეებზე იჯავშნება, თუმცა საბანკო ვალდებულებების თითქმის არარსებობის ფონზე, ამგვარი დატვირთულობით, ობიექტი თავის თავს ინახავს.


ლუდსახარში, რომელიც სასტუმროს შენობაშივე ფუნქციონირებს, ამერიკული სვიითა და ალაოთი ბელგიური ტექნოლოგიით ქრაფთ ლუდს აწარმოებს.

5 ტრადიციული რეცეპტის გარდა, ტქნოლოგი ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს და ქართული ხილისა და კენკრის დანამატებით ახალ არომატებსაც ქმნის. დანადგარებს თვეში 1000-დან 3000 ლიტრამდე წარმოების რესურსი აქვს. ლუდი სახელად „სვია“, სასტუმროს გარდა, თბილისის 10-მდე გასტრონომიულ ობიექტში იყიდება, ამის გარდა, ექსპორტზე დანიასა და იაპონიაში გადის.

ტურისტული კომპლექსი სამომავლოდ კერამიკის სახელოსნოს შექმნას გეგმავს.

Businesspartner