ლაგოდეხში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის საწარმო გაიხნსა
საქართველოში, თხილის გადამამუშავებელი კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო თხილის სარჩევს, საშრობსა და სასაწყობე ცენტრს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში წლიურად, 1 000 ტონა თხილის გაშრობა და 500 ტონის შენახვაა შესაძლებელი.
საწარმო 20-მდე ადგილობრივ მოსახლეს დაასაქმებს და კახეთის რეგიონის 200-ზე მეტ ფერმერს მოემსახურება.
საწარმო რიგით მეექვსეა, რომელიც USAID-ის, მთავრობისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ამოქმედდა. განხორციელებული ინვესტიციის ჯამურმა მოცულობა 250 000 დოლარს აჭარბებს. მათ შორის 275 000 ლარი სახელმწიფო გრანტია, 277 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.
50 000 დოლარი - USAID-ის საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის ფარგლებში გაცემული გრანტია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, თხილის სექტორის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის საჭირო პროექტები მომავალ წელსაც განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გაზრდას.
რაც შეეხება ფერმერებს, ,,ბიზნესპარტნიორთან" ამბობენ, რომ ორიენტიერებული არიან მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოონ, რათა თხილის სარეალიზაციო ფასი გაიზარდოს და შესაბამისად, უფრო მეტი შემოსავალი მიიღონ.