სოფლის მეურნეობა
05/09/2023

ქვეყანაში არ მოიპოვება ბიო სერტიფიცირებული სათესლე მასალა - ბიო "ბოსტანი"

დარგს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ რომელიმე კომპანიამ მაინც დაიწყოს ბიო სერტიფიცირებული სათესლე მასალის შემოტანა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა, ბიო „ბოსტანის“ დამფუძნებელმა ბექა ბარჯაძემ განუცხადა.

მან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც საქართველოში ბიო მეურნეობების განვითარებას აფერხებს.

„ფაქტობრივად, ქვეყანაში არ მოიპოვება ბიო სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ჩვენ რომ არ გვყავდეს მეგობრები ევროპაში, რომლებიც გვიგზავნიან ამ მასალას, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდებოდა მისი შოვნა. ამიტომ, პირველ რიგში, ეს საკითხია მოსაგვარებელი, რომ ფერმერებს გაუჩნდეთ სტიმული და აწარმოონ ბიო პროდუქცია. მეორე და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც მძიმე ტვირთად გვაწევს - მაღალი კომუნალური გადასახადებია. მათი დაფარვა განსაკუთრებით რთულია ზამთარში, როცა სეზონურობიდან გამომდინარე, ორჯერ და სამჯერ გაზრდილი გადასახადები მოგვდის“, - განმარტა ბექა ბარჯაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამ გამოწვევების გამო, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ხელშეწყობა, თუნდაც სუბსიდირების მხრივ.

ბიო „ბოსტანის“ დამფუძნებელმა სხვა სირთულეებზეც ისაუბრა, რაც ბიო წარმოებას თან ახლავს.

„ბიო პროდუქცია მცირე რაოდენობით მოდის, განსხვავებული მოვლა სჭირდება, რის გამოც დარგის განვითარებისთვის დახმარება მნიშვნელოვანია. მაგალითად, საკმაოდ ჩვეულებრივი პროცესია, რომ ნაყოფი შესაძლოა მწერმა დააზიანოს - წელს ბროკოლის და ყაბაყის სათბური მთლიანად გაგვიფუჭა. ყოველწლიურად ასეთი ამბები ხდება და სათბურების 30%-40% მწერის მიერ ზიანდება ხოლმე. ვერაფრით ვერ ვშველით ამ პროცესს, ქიმიური პრეპარატები აკრალულია ჩვენთან“, - აღნიშნა ბიო „ბოსტანის“ დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა ფონიჭალაში, 1 300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული. ბიო „ბოსტანი“ რომელიც 2021 წლიდან საქმიანობს, 10 სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის - ფერად პომიდვრებს, ფრანგული ლობიოს, ჭარხალს, ბიო საზათროს და ნესვს, ასევე ქათმის ხორცსა და კვერცხს. ყველა პროდუქტი ქიმიური პრეპარატებისა და სინთეზური სასუქების გამოყენების გარეშე, ბიო და ბუნებრივი საშუალებებითაა წარმოებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022