ქართული საექსპორტო თხილის 73% ევროკავშირის ბაზარზე იყიდება
ქართული თხილის ექსპორტი 65%-ით არის გაზრდილი. 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 2,648 ტონა თხილია გასული (2019 წლის ამავე პერიოდში, 1 599 ტონა).
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სულ რეალიზებული ექსპორტიდან 73% სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის:
გერმანიაში (789 ტონა), იტალიაში(511 ტონა), ჩეხეთში (198 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (88 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), საბერძნეთში (30 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე სომხეთში (202 ტონა), რუსეთში (109 ტონა), უკრაინაში (61 ტონა), ბელარუსში (43 ტონა), ბრაზილიაში (38 ტონა), მექსიკასა (25 ტონა) და დიდი ბრიტანეთში (22 ტონა).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.
სამინისტროს გათვლებით, წელს ქვეყანაში მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი იქნება, საპროგნოზო მოსავალი კი 50 ათასი ტონაა.
ფოტო: newfoodmagazine.com