სოფლის მეურნეობა
11/06/2020
ჯუმითი წელს დაფნას უკრაინასა და ჩინეთში გაიტანს
ჩხოროწყუში მდებარე დაფნის გადამამუშავებელი საწარმო ჯუმითი 100 ტონაზე მეტი დაფნის გადამუშავებას გეგმავს.
საწარმო შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მუშაობს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული. წელს ის პროდუქციას უკრაინისა და ჩინეთის ბაზრებზე გაიტანს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა.
„ჯუმითი 2014“-ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობებიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში გასულ წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.