სოფლის მეურნეობა
15/07/2020

ირაკლი იაშვილი: ღვინის ხარისხის კონტროლში საერთაშორისო კომპანია უნდა ჩაერთოს

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ღვინის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის "გაბევრებით" არიან დაკავებული. მათ სურთ  10 მილიონი ბოთლის 1 დოლარად გაყიდვა. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მორალური კატეგორიები, სამწუხაროდ, არ მუშაობს.

ირაკლი იაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ამისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი არსებობს.

„მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება. დუღილის პროცესი მიდის, შედეგი კი არ არის. ყველამ ყველაფერი იცის. პრობლემა არსებობს და მას არ ევლება“,- აღნიშნა იაშვილმა.