სოფლის მეურნეობა
28/09/2023

ირაკლი ღარიბაშვილი: ყურძნის ჩაბარების პროცესი კარგად არის ორგანიზებული

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში რთველის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. 

„დავათვალიერე და გვეცანი შტაბის მუშაობას. რთველი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. მოსავლის აღება და ზოგადად, ყურძნის ჩაბარების პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. შტაბი ძალიან ეფექტურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი.

დაახლოებით 200 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა. 300-მდე კომპანიაა ამ პროცესში ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შტაბის მუშაობით. ისინი ლაივ-რეჟიმში აკონტროლებენ ყველა ქარხნის მუშაობას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მის გუნდს, შტაბს, ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული“, - აღნიშნა პრემიერმა.

Businesspartner