სოფლის მეურნეობა
22/06/2020

გვარაში 11 ჰექტარ ფართობზე მოცვის ბაღი გაშენდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, მოცვის ბაღი გაშენდა.

აჭარელი ფერმერი წელს პირველი მოსავლის სახით 10 ტონა მოცვს ელოდება. მოსავალი გადის როგორც ექსპორტზე, ასევე რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

3300 ძირი მოცვის ნერგი 1 ჰა-ზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეპროგრამის "მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში გაშენდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, პროექტი "დანერგე მომავლის" ფარგლებში, 10 ჰა ფართობზე 32 000 ძირი ლურჯი მოცვის ნერგის გაშენებაა დაფინანსებული. ბაღში 30 ადამიანია დასაქმებული.