სოფლის მეურნეობა
24/06/2020

გურჯაანში საქმიანი ეზო მოეწყო

გურჯაანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო.

პროექტის განხორციელება თითქმის ყველა რეგიონში ეტაპობრივად მოხდება. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. საქმიანი ეზოების მოწყობის პარალელურად სოციალური ჭრები გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორცილებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ინიციატივის ავტორების განმარტებით, ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე უკანონო ჭრების რისკები.