სოფლის მეურნეობა
16/09/2020

გიორგი ხანიშვილი: ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა სტაბილურია და საფრთხე არ ემუქრება

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა სტაბილურია და მას საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი ხანიშვილის განმარტებით, თითოეული სასაქონლე ჯგუფის მუშაობაში ათეულობით და ასეულობით მეწარმეა ჩართული. პროდუქცია შეძენილია კონტრაქტებით, საქონელი არის გზაშიც და საწყობშიც, რაც სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით საფრთხეებს გამორიცხავს.

„მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლიანობა. საკმაოდ ნაყოფიერია ატმის, თხილის და ვაშლის მოსავალი. როგორც ბოსტენულის, ასევე ხილის წარმოების თვალსაზრისით ქვეყანა წარმატებულად ვითარდება და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, სასურსათო უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებული პროდუქტების მხრივ სტაბილურია,“ - აცხადებს ხანიშვილი.