სოფლის მეურნეობა
03/08/2020

ფოთში, მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ფოთში მარტოწყალას ტბაზე სათევზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება.

პროექტი ითვალისწინებს პირსის, საჩრდილობლების, ვიზიტორთა და მეთევზეთა მომსახურების ცენტრების მოწყობას.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ შეასრულებს. მისი ღირებულება 66 801 ლარია.

ფოთის მერიაში ფიქრობენ, რომ ტერიტორიის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ერთად როგორც სპორტული თევზჭერას, ისე ტურისტულ  განვითარებას.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.