სოფლის მეურნეობა
11/03/2021

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე წელს ბიუჯეტიდან ₾9 მლნ დაიხარჯება

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე წელს ბიუჯეტიდან 9 მლნ ლარია გამოყოფილი. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს თანხა საოპერაციო ხარჯებს მოხმარდება.

„გასულ წელს ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენეთ ფერომონები, შხამქიმიკატები, ვფიქრობთ, თუ ფაროსანა კვლავაც გაგვიხდა სამართავი, მომავალ წლებში ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა დაგვჭირდება, მაგრამ წელს გამოყოფილი სახსრები საკმარისი იქნება იმისთვის რომ ფაროსანას პრობლემას წარმატებით გავართვათ თავი. ბოლო რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა. უფრო მეტიც მსოფლიომ აღიარა ქართული გამოცდილება ამ მავნებელთან ბრძოლის საკითხში. მიღებული ცოდნის და გამოცდილების ექსპორტირებას ვახდენთ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, როგორიც არის იტალიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. ახლა კიდევ ირანმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩავუტაროთ შესაბამისი ტრენინგები. ეს არის მიზანმიმართული შრომის შედეგი. მიმდინარე წელსაც და მომავალშიც სახელმწიფო გააგრძელებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას. პროგრამა მაგრამ ნაკლები დანახარჯებით და მეტი მოდერნიზებით გაგრძელდება,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022