EBRD და ევროკავშირი "აგროგორს" ვაშლის მოსავლიანობის გაზრდაში ეხმარება
EBRD-ი და ევროკავშირი „აგროგორს“ ვაშლის მოსავლიანობის გაზრდაში დაეხმარება.
ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ევროკავშირითან ერთად, ვაშლის მწარმოებელ კომპანია „აგროგორს“ ახალი ტექნოლოგიის დანერგვაში დაეხმარება, რაც მოსავლიანობის გაზრდას და გარემოს დაცვას ითვალისწინებს.
”თავიდანვე გვინდოდა აგვეშენებინა უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ბაღი საუკეთესო მოსავლიანობით და თანამედროვე ტექნოლოგიით. ევროპული ინსტიტუტების აღიარებას, რომ ჩვენი ბაღი ნამდვილად შეესაბამება სტანდარტებს, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენმა შრომის კულტურა შეიცვალა. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი - ყოველ შემთხვევაში, ასე ვგრძნობთ თავს გორში. ჩვენმა თანამშრომლობამ დაგვანახა ელექტროენერგიისა და წყლის ეფექტურად გამოყენების, სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის მნიშვნელობა.
მიღებული სესხით კომპანიამ შეიძინა იტალიური ვაშლისა და მსხლის ნერგები, მოაწყო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და წვეთოვანი მორწყვა. სარწყავი სისტემა ზოგავს წყალს, იცავს გარემოს და ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას. წყალი მაშინ მიეწოდება მცენარეს, როცა სჭირდება. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მდგრადი მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.“– ამბობს ზურაბ გოჯიაშვილი, აგროგორის დირექტორი.
„აგროგორმა“ EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზით ისარგებლა. პროგრამა მცირე და საშუალო საწარმოებს, ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად აფინანსებს, რაც მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს. პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია მოლდოვაში, უკრაინაში და მოიცავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას.
„აგროგორი“ სეზონზე 1000 ტონა ვაშლს იღებს.
კომპანიააში აცხადებენ, რომ განვითარების შემდეგი ეტაპი წარმოების გაზრდაა. საჭიროა ახალი სათავსები და მაცივრები, რომ გორში მოყვანილი ვაშლი საქართველოს ფარგლებს გასცდეს.