სოფლის მეურნეობა
10/09/2020

"დანერგე მომავლის" ფარგლებში ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა

საქართველოში 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა.

პროექტებში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

რაც შეეხება მოსავალს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი გასამმაგებულია და 120 ათას ტონას აჭარბებს.

წელს მეწარმეები სუბსიდიასაც მიიღებენ. ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 1 კგ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში საწარმოებისთვის 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებს.

სუბსიდიის შედეგად, ფერმერი 1 კგ არასტანდარტული ვაშლის სანაცვლოდ, მინიმუმ, 0.22 ლარს მიიღებს.