სოფლის მეურნეობა
01/07/2022

დამსაქმებელთა ასოციაცია: სოფლის მეურნეობის სფეროში კადრების დეფიციტია

"დამსაქმებელთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ სახელმწიფო პროგრამების, მაგალითად როგორიცაა "აწარმოე საქართველოში" ამოქმედებისთანავე კარგად უნდა მართულიყო შრომითი რესურსები. 

"დავუშვათ, როდესაც სახელმწიფო პროგრამით რეგიონში საწარმოები შენდება, მზად უნდა ვიყოთ, რომ 2-3 წელიწადში, როდესაც საწარმო მოქმედებაში შევა, შესაბამისი კადრები, სპეციალისტები ჰყავდეს და ისე არ მოხდეს, რომ როდესაც საწარმოს ვხსნით, მაშინ ვიწყებთ კადრების მოძიებას. შრომითი რესურსის მართვა მნიშვნელოვანია", - განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ. 

მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა პროფესიებზე, კადრების დეფიციტია. ნუსხა საკმაოდ ვრცელია. 

ბევრი სხვადასხვა სეგმენტია, სადაც კადრების დეფიციტია. ეს არის პირველადი წარმოება, გადამუშავება და სხვა. შეიძლება ვთქვათ, მოსავალს ვინც იღებს, უნარები საერთოდ არ სჭირდება, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის. მაგალითად კახეთში არის საწარმო, რომელიც ვარდის ზეთს აწარმოებს. მოსავლის ამღებმა თუ არ იცის, როგორ უნდა აიღოს მოსავალი - მოწყვიტოს ვარდი და შეფუთოს, ცხადია, პროდუქტი გაფუჭდება და მისი გადამუშავება შეუძლებელი გახდება. ასევე, აგრონომები სერიოზული პრობლემაა", აღნიშნა ელგუჯა მელაძემ. 

მისი განცხადებით, სპეციალისტების პრობლემაა სამშენებლო სექტორშიც. 

"გარკვეული დარგის სპეციალისტები ერთი კომპანიიდან მეორეში გადადიან და ა.შ.", -აცხადებს ელგუჯა მელაძე. 

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობა. 

"ძალიან კარგია, რომ ადამიანები აქტიურად მიდიან კულინარიაში, ასევე უნდა იყოს სხვადასხვა სფეროში", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ. 

ამასთან, მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც პროფესიულ გადამზადებას გადიან და ვერ საქმდებიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
04

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
05

22/06/2022
ბიზნესი

კომპანიამ "შატილი" შოკოლადის კარაქის წარმოება აღადგინა
06

03/07/2023