სოფლის მეურნეობა
14/09/2020

ჩაი "მანნა“ ექსპორტზე დუბაისა და კანადაში გავა

ჩაი „მანნა“ ექსპორტზე დუბაისა და კანადაშიც გავა. მწარმოებლებმა სატესტო ნიმუშები უკვე გააგზავნეს და ამ ეტაპზე მხარეებს შორის საექსპორტო მოცულობები ზუსტდება.

ამ დროისთვის "მანნას" ჩაი ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთსა და უკრაინაში გადის.

მიმდინარე სეზონზე კომპანია 20 ტონამდე დაფასოებულ პროდუქციას გამოუშვებს. დაგეგმილია 2 ახალი სახეობის ჩაის გაყიდვაში ჩაშვებაც, რომელიც დახლებზე გაზაფხულზე უნდა გამოჩენილიყო, თუმცა პანდემიის გამო პროცესი შეფერხდა.

კორონავირუსმა ასევე შეაფერხა დამატებით $0,5 მლნ-იანი ინვესტიციის მოზიდვაც. საწარმო ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ასაქმებს.