სოფლის მეურნეობა
27/09/2023

ბექა გონაშვილი: საქართველოში ხორცისა და რძის დეფიციტია

„ცოდნა, გამოცდილება და ტექნოლოგიებზე წვდომა მეცხოველეობის ძირითადი გამოწვევებია“ - ამის შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

ბექა გონაშვილის თქმით, საქართველოში ხორცისა და რძის დეფიციტია. ამასთან, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი არ არის.

„საქართველოში წარმოებული რძე და ხორცპროდუქტი საფასო მიმართულებით, კონკურენტუნაირიანი არ არის და ვერ იქნება, არსებული დანახარჯებიდან გამომდინარე.“-აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

მისივე განმარტებით, აუცილებელია რომ საქართველოში მეცხოველობის სექტორი მაღალპროდუქტიული ჯიშების მოშენებაზე გადავიდეს.

„დაბალპროდუქტიული საქონლის შენახვა არ არის მომგებიანი. აქედან გამომდინარე საჭიროა გადავიდეთ მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე. შეიძლება სულადობა შემცირდეს, მაგრამ გაიზარდოს პროდუქტიულობა. შეგვიძლია რამდენიმე ქვეყნის მაგალითი ავიღოთ. მაგალითად, ისრაელში 10 მილიონიან ქვეყანაში 150 ათასამდე ფური ყავთ და რძის დეფიციტი არ აქვთ, მაშინ როცა საქართველოში ნახევარი მილიონი ფურია და რძე არ გვაქვს ქვეყანაში.“-აღნიშნა ბექა გონაშვილმა.

agropartner.ge

Businesspartner