სოფლის მეურნეობა
17/02/2021

ბექა გონაშვილი: მოთხოვნა შემცირდა, ცხვარი გასაყიდი დარჩა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ბოლოს ცხვრისა და თხის სულადობა 11%-ით 793 000-მდე შემცირდა. სტატისტიკურ მონაცემებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე არ ენდობა და ვარაუდობს, რომ 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებული არ არის.

„სტატისტიკურ მაჩვენებელს ვერ ვენდობი, რადგან შარშანდელი ცხვარი გასაყიდი დარჩა. ჩემი გათვლით, 2019 წელთან შედარებით 2020 წელს ცხვირს რაოდენობა შემცირებული არ არის. რაც შეეხება საექსპორტო პოტენციალს შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია, იყო პანდემიით გამოწვეული პრობლები, ხორცზე მოთხოვნა შემცირდა ძირითადად იმ ქვეყნებში, სადაც შედარებით დიდი რაოდენობით ცხვრის ექსპორტს ვახორციელებდით, თუმცა 2020 წლის ბოლო თვეებში შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა", - განმარტავს ბექა გონაშვილი "ბიზნესპარტნიორთან".

რაც შეეხება სფეროში არსებულ მდგომარეობას, გონაშვილი ამბობს, რომ პრობლემები ბევრია, განსაკუთრებით კი საძოვრების ხელმისაწვდომობას გამოყოფს.

"სფეროში არაერთი პრობლემაა, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საძოვრებზე ხელმისაწვდომობაა. ასევე, ტექნოლოგიური ჩამორჩენა, ჯიშების და გენეტიკის გაუმჯობესება, გაძვირებული მუშა-ხელი, შესაბამისად ეს კონკურენტუნარიანობაზეც იმოქმედებს,“– აღნიშნავს ბექა გონაშვილი.