ატენში ყურძნის უნიკალური ჯიშების გაფართოება იგეგმება
ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ხარისხზე ისაუბრეს.
შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობასა და ფინანსური ინსტრუმენტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძე რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების გაფართოებისა და გავრცელების აუცილებლობას ხედავს, რაც ტურიზმის განვითარებაზე კარგად აისახება.
მეღვინეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.