სოფლის მეურნეობა
19/06/2020

ანა მიქაძე კახეთში სკოლა-საწარმოს ხსნის

ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი ანა მიქაძე კახეთში სკოლა-საწარმოს ხსნის.

დუალური სწავლების მეთოდზე დაფუძნებული პრაქტიკული მეცადინეობები შემოდგომიდან დაიწყება. ტრენინგებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებენ.

სკოლა-საწარმო საწყის ეტაპზე 25 სტუდენტის მიღებას შეძლებს. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად სად განთავსდება ყველის მწარმოებელთა პრაქტიკული სკოლა, თუმცა მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.