6 თვეში საქართველოში $5.3 მლნ-ის ღირებულების რძისა და ნაღების იმპორტი განხორციელდა
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5.3 მლნ დოლარის ღირებულების რძისა და ნაღების იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ინფორმაციით, პროდუქტი ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოვიდა. მეზობელი ქვეყნიდან საქართველოში 2.3 მლნ დოლარის ღირებულების რძისა და ნაღების იმპორტი განხორციელდა.
აზერბაიჯანის გარდა, იმპორტიორ ქვეყნებს შორის სომხეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, უკრაინა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირანი, იტალია, პოლონეთი, რუსეთი, ესპანეთი და თურქეთი იყვნენ.
მოცულობების მიხედვით რძისა და ნაღების იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
აზერბაიჯანი - $2.3 მლნ
სომხეთი -$41 ათასი
ბულგარეთი - $12 ათასი
ბელარუსი - $128 ათასი
საფრანგეთი -$46.4 ათასი
გერმანია - $32.7 ათასი
საბერძნეთი $2.2 ათასი
ირანი $113.2 ათასი
იტალია -$ 238.7 ათასი
პოლონეთი $ 10.7 ათასი
რუსეთი $404.5 ათასი
თურქეთი $826.6 ათასი
უკრაინა $388.5