სოფლის მეურნეობა
29/09/2022

4 მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას აფერხებს

უზარმაზარი ჰიდრორესურსი, თუმცა მცირე წარმოება - საქართველოში აკვაკულტურის განვითარებას სისტემური პრობლემები აფერხებს, რომლებიც ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლში გვხვდება. ბოლო მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 400-მდე თევზსაშენი მეურნეობაა.

როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურით, დაახლოებით, 3500 ტონა თბილი წყლის თევზისა და 5600 ტონამდე კალმახის წარმოებაა შესაძლებელი, თუმცა ამ რესურსის მხოლოდ 20%-ს ვიყენებთ. შედეგად, ქვეყანაში მოხმარებული თევზის და თევზპროდუქტების 97% იმპორტირებულია. დარგის წარმომადგენლების თქმით, ჩვენი ჰიდრორესუსები იძლევა შესაძლებლობას, თევზის საექპორტო ქვეყანაც გავხდეთ.

ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე ბაღდაძე „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველო ჰიდრორესურსებით მეხუთე ადგილზეა. მისი თქმით, იმ რესურსის მაქსიმალური გამოყენებით, რაც ქვეყანას გააჩნია, ქვეყანას შეუძლია აწარმოოს 9000 ტონამდე თევზი წელიწადში, თუმცა, 2020 წელს წარმოებულ იყო მხოლოდ 2200 ტონა.

დარგში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ალექსანდრე მაღრაძე ფიქრობს, რომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მისივე განმარტებით, სპეციალისტების ნაკლებობა, ინფორმაციის ნაკლებობა, დაბალი გენეტიკა და დაავადებების უმართაობა - ეს ის ძირითადი 4 პრობლემაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ამ დრომდე, გადაუჭრელი რჩება. 

Businesspartner