22 წლის მეღვინე რაჭაში, უნიკალურ ღვინო ხიმშურას აწარმოებს
22 წლის მეღვინე ნინო გიორგობიანი USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რაჭაში, უნიკალურ ღვინო ხიმშურას აწარმოებს.
„თავიდან მევენახეობა-მეღვინეობა უბრალოდ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე დავიწყე, გვინდოდა ოჯახისთვის კარგი, ნატურალური ღვინო გვქონოდა და რაც მთავარია, გაგვეცოცხლებინა უძველესი ღვინო ხიმშურა, რომელიც დღეს უკვე ენდემური ჯიშის ყურძნისგან იწურება. ვაპირებ, ტურისტებისთვისაც კიდევ საინტერესო გავხადო ჩვენი სოფელი. ჩემი მიზანი წარმოების გაზრდა, უნიკალური ჯიშის ყურძენის შენარჩუნება, და რაჭული ღვინის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატაანაა. Buzz Georgia ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, გავიცანი არაჩვეულებრივი ქალები, თავისი გამოცდილებით და უზღვავი შესაძლებლიბებით, რაც ძალიან ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არ არსებობს საქმე, რომლებსაც ქალები ვერ შევძლებთ,“ - ამბობს ნინო გიორგობიანი.
Buzz Georgia-ს მიზანია პერსონალური და მეწარმეული განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. მეწარმეობაში ცოდნის მიღების ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით. ტრენინგები რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის იმართება, რომლებსაც სურთ სამეწარმეო–ფინანსური უნარ-ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი უნარების განვითარება.
Buzz Georgia / ბაზ-საქართველო - Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. რომელიც Buzz Women ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა.