სოფლის მეურნეობა
10/02/2023

1 ჰა-ზე ქიმიური საშუალებების გამოყენებით, საქართველო რეგიონში ლიდერია

„საქართველო რეგიონში ლიდერია სოფლის მეურნეობაში, 1 ჰექტარზე ქიმიური საშუალებების გამოყენებით,"- ამის შესახებ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ეს მაჩვენებელი საგანგაშოა.

„ჩვენთან ქიმიური საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო მონაცემებს 2.2-ჯერ აღემატება. 2.7- ჯერ მეტია ვიდრე თურქეთში, 6-ჯერ მეტი ვიდრე სომხეთში და ასე შემდეგ. ეს საგანგაშო სიტუაციაა, მეორეს მხრივ ქართველი მომხმარებელი ფიქრობს, რომ რასაც საქართველოში მოვიწევთ ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა. ეს არის ჩვენი გაუნათლებლობის ბრალი, მე ვიტყოდი ყველა დონეზე. კურუკულუმები არის შესაცლელი. სისტემა უმაღლეს სასწავლებლებში მორგებულია ძველ ინდისტრიულ სწავლებას, ხედვას, რაც არასწორია,“-განმარტა მარიამ ჯორჯაძემ.

მისივე თქმით, მცირე ფერმერებს სათანადო კვალიფიკაციასთან წვდომა სჭირდებათ.

„მსოფლიოში სურსათის დაახლოებით 80 % სწორედ მცირე მეურნეობების მიერ იწარმოება და მათ სჭირდებათ სათანადო კვალიფიკაცია, განათლება პროდუქტიულ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, რაც ჩვენთან სახელმწიფოს მხრიდან არ არის ხელშეწყობილი. ტრადიციული ცოდნა, რომელიც დაიკარგა ძალიან უარყოფითად აისახება დღევანდელ მდომარეობაზე. მეურნეები კონსულტაციებით დამოკიდებულები არიან იმ მაღაზიებზე, რომლებიც ყიდიან ქიმიურ საშუალებებს და შედეგიც გვაქვს შესაბამისი,“-აღნიშნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა.