საზოგადოება
04/03/2022

ზვიად ჭუმბურიძე EU-ში გაწევრიანების განაცხადზე: საქართველომ არცერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე თანხმობის პროცესი გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში კი, ქვეყანამ არცერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას.  

"დაჩქარებული ტემპით უნდა დავიწყოთ იმ რეფორმებზე მუშაობა, რასაც ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს. ეს შეეხება საარჩევნო სისტემას, მედიის თავისუფლებას, თავისუფალ სასამართლოს. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისგან თანხმობა იქნება, თუმცა, პირობებით. 

უკრაინის ფაქტორი რა თქმა უნდა დადებით როლს იმუშავებს დაჩქარების პროცესში, მაგრამ ევროკავშირი აუცილებლად თავის დათქმებს მოითხოვს. ეს აუცილებელიც არის. ჩვენ ფუნდამენტალური დემოკრატიული ღირებულებები უნდა შევასრულოთ და ჩამოვაყალიბოთ. იმიტომ არა რომ ეს ევროპას სჭირდება, ერთია რომ მას სჭირდება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ევროკავშირისგან დათქმები და მოთხოვნები აუცილებლად იქნება", - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023