საზოგადოება
26/01/2022

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობა აიკრძალება. როგორც  თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოქალაქეებმა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას გარეთ ეწევიან, ამ სივრცეებში უნდა გადაინაცვლონ.  

„ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკაშირებით, რომ  მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს.  კერძოდ, თემა ეხება გარე მოვაჭრეებს, რომელთაც დაკავებული აქვთ ტროტუარი. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები. მინდა, დავავალო სამგორის რაიონის გამგებელს, მოელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გარეთ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, შესაბამისი მიზნით, გამოყოფილ სივრცეში გადაინაცვლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა დღევანდელ სხდომაზე თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. კერძოდ, ტროტუარის, დამცავი ჯებირების, ზებრა გადასასვლელების მოწყობა და სათანადო გამწვანების სამუშაოების წარმოება. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. დღეიდანვე დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა. დაეხმარეთ სავაჭრო სივრცეების დირექციასთან კომუნიკაციაში, რომ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეში განაგრძონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023