საზოგადოება
23/08/2021

ვაქცინირებულთა რაოდენობა 979 810-ს აჭარბებს

საქართველოში ამ დროისთვის 979 813 ადამიანია ვაქცინირებული, ბოლო 24 საათში 17 670 ადამიანი აიცრა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 354 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ვირუსს ბოლო 24 საათში 60 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 5200 პირი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6831 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 517 098-ს.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 453 488-მდე.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.29%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.94% ხოლო 7 დღის მანძილზე 10.8%.