ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის ლატარია გათამაშდება
ვაქცინირებული ადამიანებისთვის ლატარია გათამაშდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, დეტალები სექტემბრისტვის იქნება ცნობილი და ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან, რომელიც ლატარიის კომპანიასთან მუშაობს.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, კარგი იქნება, თუ მსგავს გათამაშებებს ცალკეული ორგანიზაციები ჩაატარებენ.
„რაც შეეხება წახალისებას და ლატარიას, საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო ეს საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ მოახსენა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. სექტემბრის დასაწყისში ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, -განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო: jandacva.ge