საზოგადოება
12/08/2021

ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან

ვაქცინაციის მაქსიმალური გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრის მიზნით აცრების პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან.

საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით, სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ ვაქცინაციას.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილის მონაცემებით, 24 საათში ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის 25 933 აცრა ჩატარდა.

ორჯერადად ვაქცინირებულთა რაოდენობამ 218 167-ს მიაღწია, რაც მოსახლეობის 6%ია. ერთი დოზით აცრილია 497 752 ადამიანი. გუშინ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 5 128 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 ადამიანი.