საზოგადოება
11/05/2021
ვაქცინაციაზე დარეგისტრირება ცხელ ხაზზეც შესაძლებელია - ამცრელი კაბინეტების რაოდენობა იზრდება
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის ჩასატარებელი კაბინეტებისა და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაიზრდება.
ამასთან, მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ვაქცინაციისთვის ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი - 1522.
“აღნიშნული ცხელი ხაზი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. ამ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე ამისამართებს 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი 144“,- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.